Linko
← ყველა პროდუქტი

ჰიბრიდული ინტერნეტი

Starlink + ოპტიკა + SIM ბარათი

2 000 ₾

ერთი ინტერნეტის გათიშვამ თქვენი საქმიანობა არ უნდა შეაჩეროს. Linko აერთიანებს Starlink-ს, ოპტიკურ ინტერნეტსა და მობილურ ქსელს ერთიან სისტემაში — ძირითადი კავშირის შეფერხებისას როუტერი ავტომატურად, თქვენი ჩარევის გარეშე გადადის რეზერვზე.

კავშირების პრიორიტეტულობას თქვენს საჭიროებებზე ვარგებთ. ძირითადი ინტერნეტის აღდგენისთანავე სისტემა ავტომატურად უბრუნდება მას. პაკეტში შემავალი UPS კი უზრუნველყოფს როუტერის უწყვეტ მუშაობას ელექტროენერგიის გათიშვის დროსაც.

რა შედის პაკეტში

  • როუტერი SIM ბარათის მხარდაჭერით — რამდენიმე ინტერნეტწყაროს გასაერთიანებლად და ავტომატური გადართვისთვის.
  • უწყვეტი კვების წყარო (UPS) — როუტერის სარეზერვო ელექტრომომარაგებისთვის.
  • კაბელები და აქსესუარები — სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო ყველა დეტალი.
  • მონტაჟი და კონფიგურაცია — არსებულ ქსელთან ინტეგრაცია და პრიორიტეტების გამართვა.
  • ადგილზე ტესტირება — ავტომატური გადართვისა და აღდგენის პროცესის შემოწმება.

დამატებითი ინფორმაცია

  • პაკეტი იყენებს ობიექტზე უკვე არსებულ ინტერნეტწყაროებს.
  • Starlink-ის აპარატურა, SIM ბარათი და პროვაიდერების სააბონენტო გადასახადი ფასში არ შედის.
  • გადართვის მომენტში შესაძლოა დაფიქსირდეს მცირე პაუზა (მაგ. მიმდინარე ზარმა ან VPN-მა შესაძლოა მოითხოვოს ხელახალი დაკავშირება).
  • UPS-ის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოწყობილობის სიმძლავრესა და დატვირთვაზე.

შეკვეთა

ქსელურ მოწყობილობაში შეერთებული ინტერნეტ-კაბელები