Linko
← ყველა პროდუქტი

Starlink Standard 4 X

3 500 ₾

სატელიტური ინტერნეტი სახლისთვის, აგარაკისა თუ ბიზნესისთვის — მათ შორის იქ, სადაც ოპტიკური ინტერნეტი მიუწვდომელია ან მობილური კავშირი სუსტია. Starlink-ის ანტენა უკავშირდება დაბალ ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრებს, ხოლო კომპლექტში შემავალი Wi-Fi 6 როუტერი ინტერნეტს თქვენს მოწყობილობებზე ანაწილებს.

Linko-ს ტესტში ჩამოტვირთვის სიჩქარემ 440 Mbps-ს მიაღწია. მუშაობისთვის საჭიროა ელექტროენერგია, ცის ღია ხილვადობა და მისამართზე Starlink-ის მომსახურების ხელმისაწვდომობა.

კომპლექტში შედის

  • Starlink Standard 4 X-ის ანტენა და ქარხნული დასადგამი.
  • Starlink Router 3 — Wi-Fi 6 როუტერი.
  • კვების ბლოკი და კვების კაბელი.
  • 15-მეტრიანი Starlink-ის კაბელი.

მახასიათებლები

მოდელიStarlink Standard 4 X
ანტენის ტიპიელექტრონული ფაზირებული ანტენა
ანტენის ზომები594 × 383 × 39.7 მმ
ანტენის წონა2.9 კგ — დასადგამისა და კაბელის გარეშე
ხედვის კუთხე110°
ანტენის დაცვის კლასიIP67
ანტენის სამუშაო ტემპერატურა−30°C-დან +50°C-მდე
თოვლის დნობის შესაძლებლობა40 მმ/სთ-მდე
საშუალო ენერგომოხმარება75–100 ვტ
როუტერიStarlink Router 3
Wi-Fi სტანდარტიWi-Fi 6 · 802.11ax
როუტერის რადიოTri-band · 4×4 MU-MIMO
სადენიანი კავშირი2 Ethernet LAN პორტი
კომპლექტის Starlink-ის კაბელი15 მ
ელექტროკვება100–240 ვ AC · 50–60 ჰც

440 Mbps ტესტირების შედეგია და არა გარანტირებული სიჩქარე. რეალური სიჩქარე დამოკიდებულია ლოკაციაზე, დაბრკოლებებზე, ქსელის დატვირთვასა და ტარიფზე.

მონტაჟი და Starlink-ის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი ფასში არ შედის.

შეკვეთა

Starlink-ის მოწყობილობა გარე სივრცეში